ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 44 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 126 ადამიანი.

ცნობისთვის, სულ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 657 753 შემთხვევა.

საქართველოში ვირუსს სულ ემსხვერპლა 9 440 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 609 987 ადამიანი.