ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 47 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსს 8711 ადამიანი ემსხვერპლა.