ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა ინფიცირების 871 580 შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 59 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 12 466 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 042 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 47 328, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 36 011, PCR ტესტით - 11 317.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,52%, ბოლო 7 დღის - 8,13%.