ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 80 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 4214 ინფიცირებული.

29 ნოემბერს საქართველოში 53854 ტესტი ჩატარდა.