ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 77 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს 11 288 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 5 320 პაციენტი.