ინფიცირებულთა ლეტალობით საქართველო რუსეთს და აზერბაიჯანს უსწრებს

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მაჩვენებლით  ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანაში 45-ე ადგილს იკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკების პლატფორმა Worldometer-ზე ვნახულობთ.

ამ მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს მეზობელ აზერბაიჯანს და რუსეთს. 

ასევე უსწრებს უკრაინას, საბერძნეთს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებს.