ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 367 058 მოქალაქე დაინფიცირდა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსს 5 327 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 877 ინფიცირებული. ქვეყანაში ვირუსისგან სულ 352 624 პაციენტი განიკურნა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 579, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 598, PCR ტესტით - 14 981.