ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 9 657 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.