ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 36 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 999 ინფიცირებული.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 889 286 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 832 675 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 731.