ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა - ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 231 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 33-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 113 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 14 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 494 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 517 ინფიცირებული პაციენტი.