ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე შეზღუდვებია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. უწყების ცნობით თოვის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროები გამო შეზღუდვები მოქმედებს, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც, სადაც ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია.

თოვლის გამო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.