ინციდენტი ქუთაისში - აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 

ქუთაისში, აქციის მონაწილეებთან რამდენიმე პირი მივიდა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულს, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პირები რომლებიც აქციის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან განარიდა.

ამ დროისთვის აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.