,,ნათლისღების დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი" - იოანე ბაგრატიონი

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველი შვილის მშობლები გახდნენ. სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმა დაწერა.

წყვილმა ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

,,დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი.

გილოცავთ ყველას ნათლისღებას!", - წერს სოციალურ ქსელში იოანე ბაგრატიონი.