ქუთაისში 5 თვის ორსული, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 32 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ამბობენ რომ ოჯახის თანხმობა არ აქვთ, თუმცა პაციენტის გარდაცვალებას ადასტურებენ. 

მედიკოსების განცხადებით, ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გრიპის ვირუსია. 

32 წლის ქალი, რომელიც 5 თვის ორსული იყო, გუშინ ღამით გარდაიცვალა. პაციენტი თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.