ირაკლი ფირცხალავა და ხატია სიჭინავა მწვანე პასპორტის საწინააღმდეგო აქციაზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მწვანე პასპორტის მოწინააღმდეგეთა აქციაში ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა.

მოქალაქეების ჯგუფი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და მსვლელობით პუშკინის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე მივიდა.

დემონსტრაციის მონაწილეების მოთხოვნაა გაუქმდეს მწვანე პასპორტი და მასთან ერთად ყველა რეგულაცია, რაც კოვიდ პანდემიას უკავშირდება.