ირაკლი ღარიბაშვილი გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. 

შარლ მიშელს საქართველოში 15:00 საათზე ელოდებიან.