ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ვაქცინა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიკეთოს. 

"ვაქცინაციის კამპანიაში ვერთვები, აცრა მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას",- აცხადებს კობახიძე.