IRI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი კეთილგანწყობით ილია II სარგებლობს

IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.

პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ - 74%.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს კახა კალაძე, 53%-ს - დავით ბაქრაძე, 42% -ს - შალვა ნათელაშვილი, 41%-ს ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს გიორგი ვაშაძე, 37% დავით უსუფაშვილი , 36% ნიკა მელია, 34% - ალეკო ელისაშვილი, 34% არჩილ თალაკვაძე, 32%  გიგი უგულავა, 32% სალომე ზურაბიშვილი, 30% ირაკლი ოქრუაშვილი, 28% ირმა ინაშვილი, 27% მამუკა ხაზარაძე, 25%ნინო ბურჯანაძე, 17% ეკა ბესელია, 14% - ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 13%.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.