ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.
"დაუჯერებელი რამ მოხდა:((( კოტე, ჩვენი კოტეინა. მინდა ყველამ იცოდეთ და ყველას გახსოვდეთ რომ კოტე ინაშვილი ყველაზე კეთილი, თბილი, მეგობრული, ადამიანური ადამიანი იყო რომელმაც წარმოუდგენლად მატკინა გული. კოტე, წარსულ ფორმაში არასდროს გახსენებ.არა და არა!!!" - წერს შორენა ჭიაურელი სოციალურ ქსელში.