ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი პაციენტის ანალიზები, ლუგარში გადააგზავნეს

დავით აღმაშენებლის აეროპორტში, მილანის რეისით ჩაფრენილი 20 წლის პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ექიმის, ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, პაციენტს დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38.5, ამ დროისთვის კი მისი ტემპერატურა 37.2 გრადუსია.

ექიმი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქალს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ დადასტურდება, თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან.