15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა

,,სუფთა ხელები ყველას”-ამ სლოგანით დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს, 2008 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია ხელების დაბანის ჰიგიენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ხელების დაბანის მნიშვნელობის ხაზგასმა დაავადებათა პრევენციის მიმართულებით და საკითხის ადვოკატირება.

2019 წლის მსოფლიო დღის თემაა ,,სუფთა ხელები ყველას”. მიმდინარე წლის კამპანია ხაზს უსვამს მსოფლიოს მასშტაბით სათანადო სანიტარული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ამ მიმართულებით უთანასწორობის შემცირებას.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე სხვადასხვა ქვეყანაში ხელების საპნით დაბანის კულტურის ხელშეწყობასა და ჩამოყალიბებას ემსახურება.