მაშველები მტკვრიდან ამოყვანილი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

მაშველები, ამ წუთებში, მტკვრიდან ამოყვანილი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბავშვები მდინარიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მაშველებმა მდინარიდან მალევე ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარებამ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე კი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.