ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ცნობილია

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" დედაქალაქის ნაწილსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზზე განცხადებას ავრცელებს. 

,,საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის, „მესხეთის“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. 

ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.