ისანში, მეორადი ტექნიკის საწყობი იწვის

ისანში, მეორადი ტექნიკის საწყობი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.