საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - განახლებულია

დღეს, ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრა თბილისის დროით 17:18 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოში, დაბა ქედასთან 6 კილომეტრში მოხდა.