ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! 

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

დაიხურა: სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები.

რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ" -
აღნიშნულია ინფორმაციაში.