იტალიიდან საქართველოში 16 მეზღვაური დაბრუნდა

იტალიიდან საქართველოში 16 მეზღვაური დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

,,22 მაისს თბილისი-რომის სპეციალური რეისით 5 მეზღვაური გაფრინდა, საქართველოში კი - ,,კოლუმბია შიფ მენეჯმენტის", "ელ-ვიქტორისა" და ლატვიის სანაოსნო კომპანიაში დასაქმებული 16 მეზღვაური დაბრუნდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის: საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ჩართულობით ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და გემზე შეცვლის პროცესი გრძელდება", - აცხადებენ სააგენტოში.