საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისათვის, 77 დადასტურებული შემთხვევაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

ამ დროისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.