იწვევს თუ არა ვაქცინა სხეულის დაბუჟებას - გოფოძის განმარტება

"სინოფარმით" ვაქცინირებული რამდენიმე ადამიანი აცხადებს, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუბუჟდათ. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, "სინოფარმის" ვაქცინას დაბუჟება არ ახასიათებს და ეს მისი სიმპტომი არ არის.

"დაბუჟებას არ იწვევს და შესაბამისად არ წერია. შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ ადამიანთან გამოიწვიოს, თუმცა დაბუჟება მისი მახასიათებელი არ არის. დაბუჟება შესაძლებელია ინექციის ბრალი იყოს, ინექციას ახლდეს და არა თვით ვაქცინას.

შესაძლებელია ინექციის შედეგად ნერვულ დაბოლოებაში მოხვდა თვითონ ეს წამალი ან ნემსმა გაიარა. შესაძლებელია, როცა შეიყვანეს დოზა, ნემსზე ზეწოლა განახორციელეს, ცოტა ძნელი თეორიაა. ის, რომ თვითონ ვაქცინის ბრალი იყოს რაღაცა ეგეთი რამ არ უწერია ვაქცინას.

ემოციური ფონიც არ არის გამორიცხული. თუკი ვინმეს დაუბუჟდა, უნდა მიმართოს ექიმს," - განაცხადა გოფოძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას.