იუდეველები სუქოთის დღესასწაულს აღნიშნავენ

13-20 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ. კარვობის დღესასწაული სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მისი აღნიშვნა შვიდი დღის განმავლობაში გრძელდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შესაბამისი მისალოცი განცხადება გამოაქვეყნა.

„სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს, ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია განცხადებაში.