იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე მუშაობის განრიგს აქვეყნებს

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.

შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.