იუსტიციის სამინისტრო ახალ მომსახურების ცენტრებს გახსნის

წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სამინისტროს მომსახურეობის ცენტრების ასაშენებლად მთვრობამ სამინისტროს  5 მილიონ 300 000 ლარი გამოუყო.  

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც იუსტიციის სახლი სხვა ქალაქებში სთავაზობს მომხმარებელს. 

აღნიშნულ ქალაქებში აქამდე არ იყო შესაძლებლობა მოქალაქეებს ესარგებლად იისტიციის სახლის მომსახურეობით.