ივერთუბნის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის არარსებობას აპროტესტებს

ივერთუბნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები თვითმმართველობას ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი საკანალისაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას სთხოვს. 

ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო, ივერთუბანში პერიოდულად ანტისანიტარული ვითარება იქმნება. გარდა ამისა, ადგილობრივები ბავშვებისთვის სკვერების მოწყობაც მოითხოვენ.