,,იზრდება ნერვიულობა, დაძაბულობა" - რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი - PHOTO

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებსა და ,,კომენდანტის საათს" ეხმაურება. 

ფოტოგრაფი სოციალურ ქსელშ, ყაზბეგის გამზირზე, მობილურით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

,,როცა 21:00 საათი ახლოვდება, ანუ, გადაადგილების აკრძალვის დრო, თბილისის ბევრ ქუჩაზე საცობია.

ყველა მისწრებაზეა. იზრდება ნერვიულობა, დაძაბულობა.

ეს მობიფოტო ყაზბეგის გამზირზე გადავიღე", - წერს გოგა ჩანადირი ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, 28 ნომებრიდან საქართველოში 2-თვიანი "ლოკდაუნი" ამოქმედდა.