ჯანდაცვის მინისტრი კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივას.

გარდა ამისა, კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითებზეც ისაუბრეს, რაც COVID-19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს.