27 ივლისს თბილისის შემოგარენს წყალმომარაგება შეუწყდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით ამის მიზეზი წავკისის რეზერვუარზე მიმდინარე აუცილებელი სამუშაოებია.
"აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, ბეთიანიას, წავკისს, წავკისის ველს, ახალდაბას, ტაბახმელას, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ოქროყანის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის საღამოს 22:00 საათამდე.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.