ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 "ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა. დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის", - წერს ნიკა გვარამია.