ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: დამნაშავეებს ხელს აფარებენ

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის  განცხადებით, შესაძლოა თამარის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონი დალუქული არ დახვდათ , იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. კომპიუტერი ხომ გაიხსნა და ტელეფონიც ასე დაგვახვედრეს. მოვითხოვეთ, რომ ხელახლა დაილუქოს და გამოძიება დაიწყოს“, - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.