ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა

უხვი ნალექის გამო, ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილას, კლდე ჩამოიშალა.

საავტომობილო გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია. 

რამდენიმე ადგილზე ჩანგრეულია გზის ცენტრალური ნაწილიც. 

ტექნიკის გარეშე კი გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება.