კახა კალაძე: COVID-19-ზე ტესტი ჩავიტარე

ნინო წილოსანთან მქონდა კონტაქტი და თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გავიკეთე, - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დეპუტათან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პირბადის გარეშე შეხება არ ჰქონია.

„ნინოსთან მქონდა კონტაქტი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციის დაცვით. მასთან პირბადის გარეშე არ მქონია კონტაქტი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატს ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მის კონტაქტად ასევე ითვლება პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე, რომელიც თვითიზოლაციაშია.