კახა კალაძემ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მილოცვა მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

"ყველას, ვინც დღესასწაულობს ამ დღეს, მინდა მივულოცო ნოვრუზ ბაირამი - ბუნების განახლების, სიცოცხლის და სიმწვანის დღესასწაული.

ნოვრუზ ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული, ოჯახური, საყოველთაო სიხარულის მატარებელი დღესასწაულია. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გვეძვირფასება ეს დღე და წრფელი გულით ვულოცავ მათ. ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას", - ნათქვამია კალაძის მილოცვაში.