კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამაგტებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მკურნალობის დინამიკა დადებითია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, კალაძეს საბოლოო დიაგნოზი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. 

"მერი აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.