კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მან Facebook -ზე დაწერა.

"ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! 

ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას!", - ნათქვამია კახა კუჭავას Facebook პოსტში.