კახა კუჭავა ოზურგეთის რესტავრირებული თეატრის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოზურგეთის რესტავრირებული თეატრის გახსნას დაესწრო. მისი თქმით, ოზურგეთის თეატრი კულტურის კერაა. ამის შესახებ მან Facebook -ზე დაწერა.

"დარწმუნებული ვარ ამ თეატრში, მთელი საქართველო კიდევ ბევრ ბრწყინვალე წარმოდგენას ნახავს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფონდი „ქართუ“ - დიდი მადლობა მათ მორიგი უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტისთვის.განსაკუთრებით ვულოცავ თითოეულ მსახიობს, რეჟისორს, თანამშრომელს, რომლებიც ამ თეატრში მოღვაწებენ და ვუსურვებ მათ დიდ წარმატებას", - განაცხადა კახა კუჭავამ.