კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.