კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრ კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე იწერება.

"კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა არჩევნებზე ხმათა 39,5% მიიღო, თუმცა მეორე ტურში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან" ხმათა 55,41% მიიღო.