კახეთში ავარიას 12 წლის გოგო ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.