კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ტექნიკა და აღჭურვილობა ხელს შეუწყობს არამხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.