კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალს ავტომანქანა დაეჯახა. 

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.