კახეთში 31 წლის ორსული გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ ვირუსით გარდაიცვალა.

სოფელ ვანთაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, ახლობლების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნებოდა.

როგოც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით დანიშნულია ესქპერტიზა, რომელიც დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს.